loader

ილჰამ ალიევმა მეჰრიბან ალიევა ჰეიდარ ალიევის ორდენით დააჯილდოვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ილჰამ ალიევმა მეჰრიბან ალიევა ჰეიდარ ალიევის ორდენით დააჯილდოვა

ბაქოში, სასტუმრო "ბულვარში" I ევროპული თამაშების შედეგებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაში აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და მისი მეუღლე, I ევროპული თამაშების, "ბაქო 2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე მეჰრიბან ალიევა, მათი ოჯახის წევრები, პირველი ევროპული თამაშების გამარჯვებული სპორტსმენები, მწვრთნელები, აზერბაიჯანის სპორტული საზოგადოების წარმომადგენლები და უცხოელი პარტნიორები მონაწილეობდნენ.

ცერემონიაზე კულტურის, განათლების, ჯანდაცვისა და სპორტის ნაყოფიერი განვითარების, აზერბაიჯანელი ხალხის კულტურული მემკვიდრეობის საერთაშორისო მასშტაბით პროპაგანდისა და პირველი ევროპული თამაშების ორგანიზებაში შეტანილი ღვაწლის გამო მეჰრიბან ალიევას საკუთარი მეუღლისგან საკუთარი მამამთილის, ჰეიდარ ალიევის ორდენი გადაეცა.

იხილეთ: ილჰამ ალიევის და მეჰრიბან ალიევას ცეკვა ქორწილში - როგორ ცეკვავს ნასვამი პრეზიდენტი