loader

ბერძენი პენსიონერები ბანკებს შტურმით იღებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბერძენი პენსიონერები ბანკებს შტურმით იღებენ

ბერძენმა პენსიონერებმა ათენში საბერძნეთის ეროვნული ბანკის რიგებში პენსიის ასაღებად ჩადგომა 1-ელ ივლისს, გათენებამდე დაიწყეს, - იუწყება The Guardian-ი. ქვეყნის მთავრობამ იმ პენსიონერების მომსახურებისთვის, რომელთაც ბანკის ბარათი არ აქვთ, ბანკის ათასი ფილიალი კვლავ გახსნა. მოსალოდნელია, რომ ბანკები სხვა მომსახურებას მოსახლეობას 6 ივლისამდე არ გაუწევენ.

"დღეს ჩემი პენსიის ნაწილის ასაღებად მოვედი. 40 წელი ვიმუშავე, ახლა კი ჩემი ფულის სათხოვნელად მოვედი... ვიმუშავე 40 წელი და ამ ხნის მანძილზე, ყველა პოლიტიკოსი მატყუებდა", - აღნიშნა ერთ-ერთმა მოხუცმა.