loader

უკრაინული პატრულის "მფარველი" ქართველი ქალები და ახალი პოლიციის ფიცი კიევის ცენტრში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უკრაინული პატრულის "მფარველი" ქართველი ქალები და ახალი პოლიციის ფიცი კიევის ცენტრში

დღეს, 4 ივლისს კიევის ცენტრში, სოფიას მოედანზე 2 000-მა პატრულმა ფიცი დადო ქვეყნის პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების წინაშე. ახალი საპატრულო პოლიცია, რომლის რეფორმირებაში შს მინისტრის ქართველმა მოადგილემ ეკა ზღულაძემ ძირეული წვლილი შეიტანა, მუშაობას უკვე დღეიდან შეუდგება ქვეყნის დიდ ქალაქებში. ახალი ფორმებით, ახალი აღჭურვილობით, ახალი სატრანსპორტო საშუალებებითა და ძველი პოლიციისგან განსხვავებული უნარ-ჩვევებით. ეკა ზღულაძესთან ერთად ცერემონიას კიდევ ერთი ქართველი ქალი მაღალჩინოსანი - ხატია დეკანოსიძე ესწრებოდა.