loader

იანის ვარუფაკისი - უჰალსტუხო ბერძენი მინისტრი, რომელიც ჰოლივუდური თრილერის პერსონაჟს ჰგავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

იანის ვარუფაკისი - უჰალსტუხო ბერძენი მინისტრი, რომელიც ჰოლივუდური თრილერის პერსონაჟს ჰგავს

საბერძნეთის ფინანსთა მინისტრი იანის ვარუფაკისი ბოლო დროს მთელმა მსოფლიომ გაიცნო. ქვეყნის ფინანსური კრიზისის "წყალობით", მისი პერსონით მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებები დაინტერესდნენ. მინისტრისთვის ცოტათი შეუფერებელი, უფრო კი ჰოლივუდური თრილერის მთავარი გმირისთვის შესაფერისი გარეგნობითა და გატაცებებით (ვარუფაკისი მოტოციკლს მართავს და ხშირად საქმიან შეხვედრებზე არასაქმიანი ჩაცმულობით დადის), იგი "პოლიტიკური ლეგენდა" გახდა - სწორედ ასე უწოდა მას euronews-მა.

დღევანდელი "არა" არის დიდი "კი" დემოკრატიას - ეს სიტყვები მას ეკუთვნის რეფერენდუმის შემდეგ, რომლითაც ბერძნებმა კრედიტორების მოთხოვნების შესრულებაზე უარი თქვეს. 6 ივლისს ვარუფაკისმა თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა: "რეფერენდუმის შედეგების გამოცხადებიდან ცოტა ხანში გამაგებინეს, რომ ევროჯგუფის ზოგიერთი წევრი და სხვა "პარტნიორები" ისურვებდნენ, რომ მე აღარ მიმეღო მონაწილეობა შეხვედრებში და პრემიერ-მინისტრს ეს დაეხმარებოდა მოლაპარაკებების პროცესში. ამიტომ დღეიდან მივდივარ ფინანსთა მინისტრის პოსტიდან," - დაწერა ვარუფაკისმა "ტვიტერში".