loader

სიმინდის მინდვრებში გაჩენილი იდუმალი ნიშნები უპილოტო საფრენი აპარატით გადაიღეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სიმინდის მინდვრებში გაჩენილი იდუმალი ნიშნები უპილოტო საფრენი აპარატით გადაიღეს

ბრიტანეთში, უილტშირის საგრაფოში, სიმინდის მინდვრებში უცნაური სიმბოლოები გაჩნდა. ისინი საკმაოდ რთული და მრავალკომპონენტიანია. პარანორმალური მოვლენების მომხრეებმა მასში ერთგვარი კოდირებული გზავნილი დაინახეს და დარწმუნებულნი არიან, რომ ისინი უცხოპლანეტელების კოსმოსურმა ხომალდებმა დატოვეს.

მაგრამ სკეპტიკოსები ირწმუნებიან, რომ ეს მხოლოდ ხუმრობაა და ნიშნები ადამიანის შექმნილია. მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, დრონით გადაღებული ვიდეორგოლი ინტერნეტმომხმარებლებში პოპულარობას იხვეჭს.