loader

კაცი, რომელმაც "ქათმის ეკლესია" ააგო, ირწმუნება, რომ ღმერთისგან ხილვა ჰქონდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კაცი, რომელმაც "ქათმის ეკლესია" ააგო, ირწმუნება, რომ ღმერთისგან ხილვა ჰქონდა

ინდონეზიის ჯუნგლებში "ეკლესია" იმალება, რომელიც გამოიყურება, როგორც გიგანტური ქათამი. დიდი ხნის წინ მიტოვებულ ნაგებობას ადგილობრივები Gereja Ayam ანუ "ქათმის ეკლესიას" უწოდებენ. მაგელანგის მთებში იგი ათასობით ცნობისმოყვარე ტურისტს იზიდავს. მისი ექსცენტრიული შემქმნელის თქმით, დიადი შენობა არც ქათმისაა და არც ეკლესიაა. დანიელ ალამსჯა ჯაკარტაში მუშაობდა. როგორც ის ირწმუნება, ღმერთისგან "მესიჯი" მიიღო, რომ მტრედის ფორმის სამლოცველო სახლი აეშენებინა.

"ალბათ, ჩემი ქრისტიანული რწმენის გამო, ადამიანებს ეგონათ, რომ მე ეკლესიას ვაგებდი. სინამდვილეში კი სამლოცველო სახლია, ადგილი ადამიანებისთვის, რომლებსაც ღმერთის სჯერათ", - ამბობს 67 წლის დანიელი.