loader

"მის აშშ 2015" ულამაზესი ფიტნეს-ინსტრუქტორი გახდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მის აშშ 2015" ულამაზესი ფიტნეს-ინსტრუქტორი გახდა

ოკლაჰომელი ოლივია ჯორდანი "მის აშშ" გახდა. სილამაზის დედოფლის გვირგვინი 26 წლის გოგონას შარშანდელი კონკურსის გამარჯვებულმა ნია სანჩესმა გადასცა. რამდენიმე თვეში ჯორდანი აშშ-ს "მის სამყაროზე" წარადგენს.

როგორც გოგონას ბიოგრაფიაშია ნათქვამი, მან ბოსტონის უნივერსიტეტი მედიცინის მეცნიერებათა ბაკალავრის წოდებით დაასრულა. სწავლის დროს ჯორდანი ფიტნეს-ინსტრუქტორად და პერსონალურ მწვრთნელად მუშაობდა. ახლახან მან რამდენიმე სარეკლამო ვიდეორგოლში მიიღო მონაწილეობა. მეორე ადგილი კონკურსში 22 წლის ტეხასელმა იულიანა გუერამ დაიკავა.