loader

ობამა აშშ-ის პირველი პრეზიდენტია, რომელიც ციხეს ესტუმრა: "ისინი უშვებენ შეცდომებს, როგორსაც ვუშვებდი მეც" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ობამა აშშ-ის პირველი პრეზიდენტია, რომელიც ციხეს ესტუმრა: "ისინი უშვებენ შეცდომებს, როგორსაც ვუშვებდი მეც"

ბარაკ ობამა აშშ-ის პირველი მოქმედი პრეზიდენტია, რომელიც ფედერალურ ციხეში მივიდა. მან მკაცრი რეჟიმის ციხე მოინახულა, რომელიც ოკლაჰომაში, ელ-რინოში მდებარეობს. "ესენი ახალგაზრდა ადამიანები არიან, რომლებმაც შეცდომები დაუშვეს. ეს შეცდომები არ განსხვავდება იმ შეცდომებისგან, რაც მე დამიშვია. ჩვენ ხშირად ვიღებთ იმას, როგორც არის; ან ვფიქრობთ, რომ ნორმალურია, ამდენი ახალგაზრდა რომ ხვდება ციხეში. ეს არ არის სწორი, ასე არ ხდება სხვა ქვეყნებში. ნორმალურია ის, რომ თინეიჯერები სისულელეებს სჩადიან, ახალგაზრდებს შეცდომები მოსდით", - განაცხადა ობამამ ციხეში ვიზიტისას.