loader

ავიაკატასტროფის შედეგად ოსამა ბინ ლადენის ოჯახის წევრები დაიღუპნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ავიაკატასტროფის შედეგად ოსამა ბინ ლადენის ოჯახის წევრები დაიღუპნენ

ინგლისში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად "ალ-ქაიდას" ყოფილი ლიდერის, ოსამა ბინ ლადენის და და დედინაცვალი დაიღუპნენ. ამის შესახებ ინფორმაციას "ტვიტერის" გვერდზე დიდ ბრიტანეთში საუდის არაბეთის საელჩო ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, მცირე ზომის თვითმფრინავი, რომელიც ჰემფშირის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, იმ საავიაციო კომპანიას ეკუთვნის, რომელიც ბინ ლადენის ოჯახის კუთვნილებაშია. ბორტზე პილოტი და სამი მგზავრი იმყოფებოდა, ყველა მათგანი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავმა კატასტროფა მაშინ განიცადა, როდესაც დაფრენას ცდილობდა. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.