loader

"დავაი, ყურები დავაჭრათ" - რუსული მედია უკრაინაში მებრძოლ ქართველებზე ჩანაწერს ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დავაი, ყურები დავაჭრათ" - რუსული მედია უკრაინაში მებრძოლ ქართველებზე ჩანაწერს ავრცელებს

რუსული მედია უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ საინფორმაციო ომს არ წყვეტს. მათი სამიზნე ამჯერად უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედროები აღმოჩნდნენ. რუსული ტელეარხის - "რუსეთი 24"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქართველებმა შეცდომით უკრაინელი ჯარისკაცები დახოცეს.

მეტი დამაჯერებლობისათვის რუსულ ტელეარხს პრორუსი სეპარატისტების მიერ მოპოვებული აუდიოჩანაწერი მოჰყავს, სადაც უცნობი პიროვნებები ქართულად საუბრობენ. ისინი მოახლოებული სამხედრო მანქანის განადგურების გეგმას აწყობენ და დაღუპულებისთვის "ყურების დაჭრას" აპირებენ. რუსული მედიის მტკიცებით, ეს ადამიანები ბატალიონ "აზოვში" მებრძოლი დაქირავებული ქართველები არიან, რომლებიც სამხედრო ოპერაციას ახორციელებენ. შედეგად 3 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა.

ჩანაწერმა დიდი რეზონანსი გამოიწვია არა მარტო რუსულსა და უკრაინულ, არამედ ქართულ მედიაშიც.  ქართველი სამხედრო ექსპერტების მიერ გაკეთებული დასკვნების მიხედვით, ადვილი გამოსაცნობია, რომ საუბარი ოთახშია ჩაწერილი და წინასწარ დაწერილ ტექსტს კითხულობენ.