loader

სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლების მიერ ჩამოგდებული თვითმფრინავი საცხოვრებელ სახლებს დაეცა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლების მიერ ჩამოგდებული თვითმფრინავი საცხოვრებელ სახლებს დაეცა

სირიაში სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ "სკაი ნიუსი" იტყობინება. გავრცელებული ცნობით, სამხედრო ლაინერი "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა ჩამოაგდეს და საცხოვრებელ სახლებს დაეცა.

ისლამისტი ექსტრემისტები სირიის ტერიტორიის დიდ ნაწილს აკონტროლებენ. მათ წინააღმდეგ ავიაიერიშებს, აშშ-ის ხელმძღვანელობით, საერთაშორისო კოალიცია ახორციელებს. მსგავსი ვითარებაა ერაყშიც.

"ისლამური სახელმწიფო" ტერორისტული ორგანიზაციაა, რომელიც ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ისლამური ხალიფატის შექმნას ისახავს მიზნად.