loader

ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენზე აფეთქება მოხდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენზე აფეთქება მოხდა

ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენზე აფეთქება მოხდა. აზერბაიჯანული გამოცემა ”აპა.აზ”-ის ცნობით, აფეთქება თურქეთის ტერიტორიაზე, ყარსში, ტყის ტერიტორიაზე მოხდა.

აფეთქებამ ხანძარი გამოიწვია, თუმცა ცეცხლის ლოკალიზება მალევე მოხერხდა. ინციდენტის მიზეზები ჯერ უცნობია. როგორც ყარსის გუბერნატორი გუნაი ოზდემირი აცხადებს, მომხდარის შესახებ დაწყებულია გამოძიება.

ინციდენტის გამო რეგიონში გაზის მიწოდება შეფერხებულია. ადგილობრივების თქმით, აფეთქების ხმა 20 კილომეტრის რადიუსში გაიგონეს. დაწყებულია აღდგენითი სამუშაოები.