loader

ქაბულში ტერაქტების სერიის შედეგად 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქაბულში ტერაქტების სერიის შედეგად 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, ტერაქტების სერიის შედეგად, 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 400-ზე მეტი კი დაშავებულია.

მომხდარ აფეთქებებზე პასუხისმგებლობა მოძრაობა "თალიბანმა" აიღო. ტერორისტებმა იერიშები მიიტანეს ნატოს მისიასა და ბაზაზე, რომელიც ქალაქის მჭიდროდ დასახლებულ რაიონში მდებარეობს. ბაზას აშშ-ს სპეციალური დანიშნულების ჯარები იყენებდნენ.

თავდასხმები ქაბულის აეროპორტის შორიახლო ტერიტორიიდან დაიწყო და სხვა ობიექტებზეც განხორციელდა.