loader

ჩეჩნეთში ქალებისთვის პლაჟი გაიხსნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჩეჩნეთში ქალებისთვის პლაჟი გაიხსნა

გროზნოში, ტურისტული კომპლექსის ტერიტორიაზე ქალებისთვის განკუთვნილი პირველი პლაჟი გაიხსნა. სანაპიროს გარშემო 2-მეტრიანი ღობეა შემოვლებული, რომ მუსულმანმა ქალებმა ზაფხულის ცხელ დღეებში დასვენება შეძლონ. ახალი პლაჟი ასობით ქალმა ერთდროულად გახსნა.

პლაჟი ჩეჩნეთის დედაქალაქის შემოგარენში, წყალსაცავის სანაპიროზე მდებარეობს. ტურისტული კომპლექსის მშენებლობა სამი წლის წინ დაიწყო. მასში განთავსდება სანაპიროები მამაკაცებისთვის და ქალებისთვის, სასტუმროები, გასართობი ცენტრი და კინოთეატრი.

ასევე იხილეთ: "ათასწლეულის ქორწილი" ჩეჩნეთში - 17 წლის პატარძალი, ჩინოვნიკი სიძე და კადიროვის "ლეზგინკა"