loader

ევროპაში ანომალიური სიცხეა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ევროპაში ანომალიური სიცხეა

ევროპაში ანომალიური სიცხე დაბრუნდა. ავსტრიაში, სლოვაკეთის საზღვართან ახლოს რეკორდული ტემპერატურა - +40,5° დაფიქსირდა. ასეთი მაღალი ტემპერატურა ქვეყანაში ბოლო 248 წელი არ ყოფილა. ვენაში +35° ფიქსირდება. ხანგრძლივი გვალვა ქვეყნის ბევრ სასოფლო-სამეურნეო რაიონზე აისახა.

პოლონეთში ორი კვირის წინ გამეფებულმა 38-გრადუსიანმა სიცხემ მნიშვნელოვნად დააშრო თითქმის ყველა მდინარე და ტბა. მდინარე ვისლაში წყლის დონემ 61 სანტიმეტრით იკლო. ადგილობრივი მთავრობა მოსახლეობას წყლის და ელექტროენერგიის დაზოგვისკენ მოუწოდებს.

გერმანიაში ტემპერატურული რეკორდი დაფიქსირდა. ბავარიის ქალაქ კიტცინგენში 11 აგვისტოს ჰაერი 40,3°-მდე გათბა. გასულ უქმე დღეებში ძალიან ცხელოდა  ქვეყნის სამხრეთშიც, სადაც ჰაერის ტემპერატურამ +39°-ს მიაღწია. დრეზდენში შედარებით გრილა - ქალაქში ჰაერის ტემპერატურა +33°-ს შეადგენს.