loader

ბანგკოკში ტაძართან აფეთქებას 12 ადამიანი ემსხვერპლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბანგკოკში ტაძართან აფეთქებას 12 ადამიანი ემსხვერპლა

ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში აფეთქება მოხდა. "ბიბისის" ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ქალაქის ცენტრში მდებარე ტაძართან გააქტიურდა. დაიღუპა, სულ მცირე, 12 ადამიანი, ათობით ადამიანი კი დაშავდა. "ბიბისის" კორესპონდენტის ცნობით, ამ დროისთვის შემთხვევის ადგილას სრული ქაოსია. ადგილზე მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები. პოლიცია დაშავებულების დახმარებას ცდილობს.

პოლიციას აფეთქების მიზეზების შესახებ წინასწარი ვერსიების დასახელება ჯერ უჭირს. "ერავანის" ტაძარი ბანგკოკის ყველაზე ცნობილ ტაძარს წარმოადგენს. იგი ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს გვერდით მდებარეობს.