loader

პეტერბურგში უფასო ვაშლის გამო რიგში მდგომები ერთმანეთს დაერივნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პეტერბურგში უფასო ვაშლის გამო რიგში მდგომები ერთმანეთს დაერივნენ

სანკტ-პეტერბურგში მართლმადიდებლური დღესასწაულის, ფერიცვალებისადმი მიძღვნილი ვაშლის უფასო დარიგების დროს ჩხუბი დაიწყო. ხილის კურთხევის ცერემონია სამ საათზე იყო დანიშნული, მაგრამ მის დაწყებამდე შემოღობილ კალათებთან პაკეტებით შეიარაღებული ასობით ადამიანი შეიკრიბა. კურთხევის დასრულებისას კი მოედანზე დაახლოებით 400 ადამიანი იყო. უფასო ვაშლებისთვის კი არა მხოლოდ მორწმუნეები, არამედ უფასო საკვების მსურველებიც შეიკრიბნენ.

ბოლო "ამინ" და... ბრბო ვაშლის ყუთებს მისცვივდა, მათ ლამის ღობე და პოლიციელები გადათელეს. მალე გვერდით კიდევ ერთი გაცემის პუნქტი გახსნეს. ორი ტონა ხილი შეკრებილებმა 15 წუთში დაიტაცეს.