loader

"ისლამური სახელმწიფოს" ჯალათი, რომელმაც რამდენიმე ტყვეს მოჰკვეთა თავი, ვიდეოში უნიღბოდ გამოჩნდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ისლამური სახელმწიფოს" ჯალათი, რომელმაც რამდენიმე ტყვეს მოჰკვეთა თავი, ვიდეოში უნიღბოდ გამოჩნდა

"ისლამური სახელმწიფოს" ჯალათი მოჰამედ ემვაზი, რომელიც ცნობილია, როგორც "ჯიჰადი ჯონი", ვიდეოში ნიღბის გარეშე პირველად გამოჩნდა. სირიაში გადაღებულ ვიდეორგოლში 27 წლის ბოევიკი აცხადებს, რომ თავის მოჭრას გააგრძელებს და "დიდ ბრიტანეთში ტრიუმფალურად" დაბრუნდება. ვიდეორგოლი მობილური ტელეფონით დაახლოებით ორი თვის წინ, სამხრეთ-აღმოსავლეთ სირიაშია გადაღებული.

"ჯიჰადი ჯონი" მინიმუმ შვიდ ვიდეოში მონაწილეობდა, რომელზეც ასახული იყო ამერიკელი, იაპონელი და ბრიტანელი მოქალაქეების თავისკვეთა.