loader

დიზაინერმა კაბა ავტონაწილებისგან შექმნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დიზაინერმა კაბა ავტონაწილებისგან შექმნა

ჰოლანდიელმა დიზაინერმა ანუკ ვიპრეხტმა პლასტმასისგან დამზადებული კაბების კოლექცია წარმოადგინა, რომლის დეტალები 3D პრინტერზეა დაბეჭდილი. ტანსაცმელში სედან Audi A4-ის დეტალებიც არის გამოყენებული.

სულ კოლექციაში ოთხი კაბაა. თავად დიზაინერი მათ "ფარს" ეძახის. ორ კაბაზე დამონტაჟებულია ნათურები და პარკირების სენსორები, რომლებიც ადამიანების ავტომობილთან მიახლოებისას იწყებს მუშაობას. კიდევ ერთი კაბა 60 ვატის სიმძლავრის შუქდიოდებითაა მორთული. გარდა ამისა, ტანსაცმელზე დამონტაჟებულია ლაზერული მანძილმზომები, რომლებიც ამა თუ იმ ობიექტამდე მანძილს განსაზღვრავს.