loader

NASA მარსზე პირველი ექსპედიციისთვის ემზადება - ექსპერიმენტი 6 მეცნიერის მონაწილეობით - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

NASA მარსზე პირველი ექსპედიციისთვის ემზადება - ექსპერიმენტი 6 მეცნიერის მონაწილეობით

NASA-ს 6-კაციანი გუნდი ერთი წლის მანძილზე იზოლირებულ გარემოში იცხოვრებს, რომელიც მარსზე არსებული საცხოვრებელი პირობების სიმულაცია იქნება. ჯგუფი ჰავაიზე, მძინარე ვულკანის ტერიტორიაზე დაასახლეს, რომელიც წითელი პლანეტის ლანდშაფტს წააგავს. ისინი ერთი წლის მანძილზე სპეციალურად შექმნილ კომპლექსში იცხოვრებენ, სადაც 28 აგვისტოს ჩაიყვანეს. მათ არ ექნებათ სუფთა ჰაერი, ახალი საკვები.

ჯგუფის წევრები არიან: ფრანგი ასტრობიოლოგი, გერმანელი ფიზიკოსი და ოთხი ამერიკელი - პილოტი, არქიტექტორი, ჟურნალისტი და გეოლოგი. მეცნიერების ვარაუდით, ექსპერიმენტი ხელს შეუწყობს მარსზე ადამიანის პირველი ექსპედიციის მომზადებას, რომელიც 2030 წლისთვის იგეგმება.