loader

ნაპირზე გამორიყული სირიელი ბიჭუნა, რომელმაც მსოფლიოს აჩვენა ომს გამოქცეული მიგრანტების უბედურება...(+16) - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნაპირზე გამორიყული სირიელი ბიჭუნა, რომელმაც მსოფლიოს აჩვენა ომს გამოქცეული მიგრანტების უბედურება...(+16)

გაფრთხილებთ, ვიდეო შეიცავს უმძიმეს კადრებს!

ადამიანური ტრაგედიის საშინელება სრული სიცხადით მიაწყდა ევროპის ნაპირებს, მას შემდეგ, რაც ოთხშაბათს გავრცელდა გარდაცვლილი ბავშვის კადრები, რომელიც ერთ-ერთია თორმეტ დამხრჩვალ სირიელთაგან, ვინც ბერძნულ კუნძულ კოსისზე მიღწევას ცდილობდა.

თურქულმა მედიამ ბავშვის იდენტიფიკაცია მოახდინა - ის 3 წლის აილან კურდია, რომლის 5 წლის ძმას, გალიფს და 35 წლის დედას იგივე ბედი ეწიათ. ოჯახი ჩრდილოეთ სირიის ქალაქ კობანიდან ევროპაში გამოექცა სისხლისმღვრელ ომს... ნავი შუა ზღვაში გადაბრუნდა და ევროპის საზღვრებამდე დაასრულა მათი სიცოცხლე...