loader

სასოწარკვეთილი სირიელი ლტოლვილი ცოლთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად ლიანდაგზე დაწვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სასოწარკვეთილი სირიელი ლტოლვილი ცოლთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად ლიანდაგზე დაწვა

ეს დრამატული კადრები 3 სექტემბერს უნგრეთის ქალაქ ბიჩკეშია გადაღებული. სასოწარკვეთილმა სირიელმა ლტოლვილმა ცოლი და მცირეწლოვანი შვილი ლიანდაგზე დააწვინა, რადგან უნგრეთის პოლიცია მათ ნებას არ რთავდა, მატარებლით გზა გაეგრძელებინათ დასავლეთ ევროპისკენ.

უნგრეთის მიერ სპეციალურად გამოყოფილი შემადგენლობა, რომელსაც სირიელი ლტოლვილები ავსტრიის საზღვრებამდე უნდა მიეყვანა, დანიშნულების ადგილამდე ვერ ჩავიდა. მატარებელი უნგრეთის ქალაქ ბიჩკეს სადგურზე გააჩერეს. პოლიციამ იძულებით ჩამოსხა მიგრანტები მატარებლიდან. ისინი წინააღმდეგობას უწევდნენ სამართალდამცველებს, რადგან უკან, დევნილების ბანაკში დაბრუნება არ სურდათ.

სულ მცირე, 2000 ლტოლვილი და მიგრანტი ბუდაპეშტშია გაჩერებული 1-ლი სექტემბრის შემდეგ. ბევრ მათგანს გერმანიაში სურს წასვლა, მაგრამ უნგრეთი აცხადებს, რომ ევროკავშირის კანონებს იცავს.

ასევე იხილეთ: ნაპირზე გამორიყული სირიელი ბიჭუნა, რომელმაც მსოფლიოს აჩვენა ომს გამოქცეული მიგრანტების უბედურება...(+16)