loader

ობამამ დათვის დატოვებული ორაგული მიირთვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ობამამ დათვის დატოვებული ორაგული მიირთვა

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ მიირთვა ორაგული, რომელიც დათვმა ბოლომდე არ შეჭამა. ეს ალასკაზე ტელეშოუ Running Wild-ის გადაღებების დროს მოხდა.

გადაცემის დროს წამყვანმა ბეარ გრილსმა პრეზიდენტს შესთავაზა, გაესინჯა თევზი, რომელსაც მანამდე დათვი ჭამდა. მან განმარტა, რომ მტაცებელი თევზის ყველაზე ცხიმიანი ნაწილების ჭამას ამჯობინებს, ხოლო ნარჩენებს ყრის. ამის შემდეგ გრილსმა ორაგული შეწვა და ობამას გაუმასპინძლდა.

ბარაქ ობამამ გადაცემაში მონაწილეობა ალასკაზე ვიზიტის დროს მიიღო.