loader

ახალი iPhone 6s-ის და iPhone 6s Plus-ის ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ახალი iPhone 6s-ის და iPhone 6s Plus-ის ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართა

კომპანია Apple-მა სმარტფონების ახალი თაობა - iPhone 6s და iPhone 6s Plus წარმოადგინა. Apple-ის ახალი პროდუქტების პრეზენტაცია 9 სექტემბერს, სან ფრანცისკოში გაიმართა. ერთი შეხედვით, iPhone 6s-ისა და iPhone 6s Plus-ის დიზაინი წინა სერიების iPhone-ის თაობების უწყვეტ ტრადიციებს აგრძელებს, ორი ახალი ფერის გამოკლებით - ოქროსფერი და "მოვარდისფრო ოქროსფერი".

სმარტფონის კორპუსი ალუმინის ახალი 7000 შენადნობით არის დამზადებული. დისპლეის შედარებით მყარი მინა ფარავს. შემქმნელების თქმით, ეს საფირონი არ არის, მაგრამ უფრო მყარია, ვიდრე ამჟამინდელი საფარი Ion-X. ახალი თაობის iPhone-ს ადრე დაანონსებული ტექნოლოგია - 3D Touch აქვს, რომელიც დისპლეიზე თითის დაჭერის დონეს ცნობს. ახლა სმარტფონის ნავიგაციას ორი ახალი დაჭერის დონე - Peek და Pop აქვს.

iPhone 6s-სა და 6s Plus-ს უფრო ძლიერი 64-ბიტიანი პროცესორი A9 აქვს. მოძრაობის თანაპროცესორი M9 ასევე მოდერნიზებულია. ორივე სმარტფონს 12-მეგაპიქსელიანი ძირითადი და 5-მეგაპიქსელიანი წინა კამერა აქვთ, რომლებიც ტექნოლოგია "ცოცხალი ფოტოს" მხარდაჭერით სარგებლობენ.

შემქმნელები მომხმარებლებს ფოტოების დეტალიზაციას და გაუმჯობესებულ ფერებსაც ჰპირდებიან. iPhone 6s და iPhone 6s Plus 4k-ვიდეოს იღებს.