loader

14 წელი 11 სექტემბრის ტრაგედიიდან - მძიმე კადრები წარსულიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

14 წელი 11 სექტემბრის ტრაგედიიდან - მძიმე კადრები წარსულიდან

2001 წლის 11 სექტემბერს ტერორისტების მიერ გატაცებული ოთხი სამგზავრო თვითმფრინავიდან პირველი - ბოინგ-767 ნიუ იორკში, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ჩრდილოეთის ცათამბჯენს, 93-ე და 99-ე სართულებს შორის, ადგილობრივი დროით 08:45 საათზე შეეჯახა. თვითმფრინავის ბორტზე 81 მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის - 5 ტერორისტი და ეკიპაჟის 11 წევრი.

მეორე თვითმფრინავი ადგილობრივი დროით 09:03 საათზე "ტყუპის" სამხრეთ ცათამბჯენს, 77-ე და 81-ე სართულებს შორის შეეჯახა. თვითმფრინავის ბორტზე 56 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის - ეკიპაჟის 9 წევრი და 5 ტერორისტი. 09:59 საათზე, მცირე ინტერვალებით, ორივე ცათამბჯენი მთლიანად ჩამოინგრა.

გატაცებული მესამე თვითმფრინავი - ბოინგ-757 პენტაგონის მახლობლად, ადგილობრივი დროით 09:45 საათზე ჩამოვარდა. დაიღუპა 184 ადამიანი, მათ შორის - 59 მგზავრი, 5 ტერორისტი და ეკიპაჟის 6 წევრი.

მეოთხე თვითმფრინავი პენსილვანიის ტყეში, სამხრეთ-დასავლეთით, პიტსბურგიდან 125 კილომეტრში ჩამოვარდა. დაიღუპა 37 მგზავრი, მათ შორის - 4 ტერორისტი და ეკიპაჟის 7 წევრი.

2001 წლის 11 სექტემბერს 1973 ადამიანი დაიღუპა. 24 დღემდე დაკარგულად მიიჩნევა.