loader

სამხრეთ აფრიკაში ახალი სახეობის ადამიანი აღმოაჩინეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სამხრეთ აფრიკაში ახალი სახეობის ადამიანი აღმოაჩინეს

სამხრეთ აფრიკაში მეცნიერებმა ადამიანის წინაპრების ახალი სახეობა აღმოაჩინეს. ნარჩენები იოჰანესბურგთან ახლოს, გამოქვაბულში იპოვეს, სადაც 2013-14 წლებში რამდენიმე ექსპედიცია გაიმართა. მას შემდეგ მეცნიერებმა ძვლები გულდასმით შეისწავლეს და დაასკვნეს, რომ ნაშთი მეცნიერებისთვის უცნობ ადამიანის სახეობას ეკუთვნის.

ევოლუციური კვლევების ინსტიტუტის პროფესორმა ლი ბერგერმა აღმოჩენის შესახებ 10 სექტემბერს განაცხადა. პროფესორმა განმარტა, რომ ეს სახეობა თანამედროვე ადამიანის წინაპარია. მეცნიერების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით თუ ვიმსჯელებთ, იგი მაიმუნს ძალიან ჰგავს. ადამიანის ახალ სახეობას Homo naledi დაარქვეს. ადგილობრივი მცხოვრებლების ენაზე naledi "ვარსკვლავს" ნიშნავს.

სულ გამოქვაბულში 15 ადამიანის ნაშთი აღმოაჩინეს, მათ შორის იყვნენ ბავშვები და მოხუცებულები. მეცნიერების მიერ ჩატარებულმა ანალიზმა აჩვენა, რომ ეს ადამიანები ძალიან გამხდრები იყვნენ, ხოლო მათ თავის ტვინს ფორთოხლის ზომა ჰქონდა. კვლევებში სხვადასხვა ქვეყნის დაახლოებით 50 მეცნიერი იყო ჩართული.