loader

ამ ვიდეოში, მარკ ცუკერბერგი ფეისბუქის ოფისში ექსკურსიაზე წაგიყვანთ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ამ ვიდეოში, მარკ ცუკერბერგი ფეისბუქის ოფისში ექსკურსიაზე წაგიყვანთ

Facebook-ის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა სოციალური ქსელის მომხმარებლებს კალიფორნიაში, ქალაქ მენლო-პარკში კომპანიის ახალი შტაბ-ბინიდან პირდაპირ ეთერში ექსკურსია ჩაუტარა. "შტაბ-ბინიდან ეს ჩვენი პირველი პირდაპირი ტრანსლაციაა",- ამბობს ცუკერბერგი ვიდეოს დასაწყისში.

გადაღების დროს ფეისბუქში პირდაპირი ტრანსლაციის ფუნქცია პირველად გამოიყენეს. ექსკურსიის დროს ცუკერბერგმა ისაუბრა, რომ კომპანია ახალ ოფისში რამდენიმე თვის წინ გადავიდა. ოფისი უზარმაზარი ღია სივრცეა კედლებისა და კაბინეტების გარეშე. ყველა თანამშრომელი ერთად ზის.

ცუკერბერგის თქმით, ეს გუნდურად მუშაობას, იდეების გაზიარებასა და კომუნიკაციას უწყობს ხელს. Facebook-ის ხელმძღვანელმა საზოგადოებას საკუთარი სამუშაო ადგილიც აჩვენა. არც მას აქვს ცალკე კაბინეტი, მისი მაგიდა ყველასთან ერთად დგას.

ასევე იხილეთ: 1 მილიარდი მომხმარებელი 1 დღეში! - "ფეისბუქის" ახალი რეკორდი და ემოციური ვიდეო ცუკერბერგის გვერდიდან