loader

ქალმა შვილებთან ერთად ქმრის კუბოსთან ფოტო გადაიღო და მსოფლიოს აჩვენა - ამის მიზეზი აუცილებლად უნდა გაიგოთ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქალმა შვილებთან ერთად ქმრის კუბოსთან ფოტო გადაიღო და მსოფლიოს აჩვენა - ამის მიზეზი აუცილებლად უნდა გაიგოთ

ამერიკელმა ქალმა ორ შვილთან ერთად ქმრის კუბოს ფონზე მომღიმარმა ფოტო გადაიღო და სოციალურ ქსელში განათავსა. ახალგაზრდა ქალის ამ საქციელმა ბევრი ინტერნეტმომხმარებელი შოკში ჩააგდო, თუმცა იმის გაგების შემდეგ, თუ რატომ გააკეთა ეს ქალმა, მისი საქციელი ყველამ დააფასა...

ცინცინატის მცხოვრები 26 წლის მაიკ სეტლსი ჰეროინის ზედმეტი დოზის მიღების შედეგად 2 სექტემბერს გარდაიცვალა. წლების მანძილზე წყვილი ერთად ცდილობდა პრობლემას გამკლავებოდა. რამდენიმე თვის წინ მაიკმა სარეაბილიტაციო კურსიც გაიარა და სახლში "გაჯანსაღებული" დაბრუნდა, თუმცა მალევე ისევ დაიწყო ნარკოტიკის მოხმარება. ევა თვლის, რომ სწორად მოიქცა, როცა გაღიმებულმა შვილებთან ერთად გადაიღო ფოტო გარდაცვლილი მეუღლის კუბოსთან - ამით მან სცადა ყველასთვის დაენახებინა ნარკოდამოკიდებულების რეალობა.