loader

რუსეთმა გუდაუთის ბაზიდან შეიარაღება როსტოვის ოლქში გადაისროლა - ბლოგერები ვიდეოს ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსეთმა გუდაუთის ბაზიდან შეიარაღება როსტოვის ოლქში გადაისროლა - ბლოგერები ვიდეოს ავრცელებს

რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარე გუდაუთის მე-7 ბაზიდან დიდი ოდენობით შეიარაღება როსტოვის ოლქში გადაისროლა. ამის შესახებ მოხალისეთა საერთაშორისო ჯგუფი InformNapalm.org-ი იტყობინება. აღნიშნული ჯგუფი ყოფილ უკრაინელ სამხედროებს, ჟურნალისტებს, ანალიტიკოსებსა და აქტივისტებს აერთიანებს.

პროექტის მთავარი მიზანი "რუსეთის აგრესიის" შესახებ ინფორმაციის გავრცელებაა. InformNapalm.org-ის ცნობით, სამხედრო ეშელონები პირველად 12 სექტემბერს შენიშნეს, ხოლო ბოლო ეშელონები 19 სექტემბერს სოჭში დაფიქსირდა. InformNapalm.org-ი საკუთარ ვებგვერდზე იუთუბის სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეორგოლსაც აქვეყნებს. ჯგუფის ინფორმაციით, აღნიშნულ ვიდეოში დაფიქსირებულია რუსული შეიარაღების გაყვანა გუდაუთის მე-7 ბაზიდან როსტოვის ოლქში. ვიდეორგოლი სოციალურ ქსელში 22 სექტემბერს გავრცელდა.