loader

ლუკაშენკომ 11 წლის ვაჟი გაეროშიც წაიყვანა - ინტერნეტმომხმარებლები ისევ ხალისობენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ლუკაშენკომ 11 წლის ვაჟი გაეროშიც წაიყვანა - ინტერნეტმომხმარებლები ისევ ხალისობენ

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დებატების დროს დარბაზში ბელორუსის პრეზიდენტის ვაჟი ნიკოლაი ლუკაშენკო იმყოფებოდა.

ლუკაშენკოს ვაჟი ქვეყნის დელეგაციის წევრებთან ერთად - საგარეო საქმეთა მინისტრ ვლადიმირ მაკეის და ბელორუსის პრეზიდენტის პრესმდივან ნატალია ეისმონტს შორის იჯდა.

YouTube-ზე ვიდეო გამოქვეყნდა, სადაც ჩანს, უმცროსი ლუკაშენკო გაეროს გენასამბლეაზე მამას როგორ უსმენს. მომხმარებლებმა აღნიშნული მოვლენის განხილვა მაშინვე დაიწყეს: "ბელორუსის მემკვიდრე პრინცი ლუკაშენკო მეორე პოლიტიკურ ხრიკებს სწავლობს", "დიქტატორად მუშაობაში წვრთნის", "წვერი ამოუვა და შეუძლია პოლიტიკაში წავიდეს", - წერენ სოციალური ქსელების მომხმარებლები.

იხილეთ: ლუკაშენკოს ვაჟის საქციელმა ინტერნეტმომხმარებლები ახალისა