loader

რუსულმა ავიაციამ სირიაზე ავიაიერიშები მიიტანა - პუტინის პირველი კომენტარი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსულმა ავიაციამ სირიაზე ავიაიერიშები მიიტანა - პუტინის პირველი კომენტარი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სირიაში რუსული ავიაციის გამოყენების შესახებ პირველი განცხადება გააკეთა. მთავრობის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი სირიის კონფლიქტში სრულად ჩართვას არ აპირებს. რუსეთის პრეზიდენტის მოსაზრებით, დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები რუსეთს, ევროპის ქვეყნებსა და საბჭოთა კავშირის ყოფილ რესპუბლიკებსაც უქმნიან საფრთხეს.

"პირველ რიგში, ჩვენ მხარს დავუჭერთ სირიის არმიას მხოლოდ მის კანონიერ ბრძოლაში ტერიტორისტულ დაჯგუფებებთან. მეორე: ეს იქნება საჰაერო მხარდაჭერა სახმელეთო ოპერაციებში მონაწილეობის გარეშე და მესამე: ასეთი მხარდაჭერა დროში იქნება შეზღუდული", - განაცხადა პუტინმა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური განცხადებით, რუსულმა ავიაციამ სირიის ტერიტორიაზე პირველი ავიაიერიშები დღეს მიიტანა. დაიბომბა "ისლამური სახელმწიფოს" პოზიციები, მათ შორის, სამხედრო ტექნიკა, იარაღის საწყობები და სატრანსპორტო საშუალებები.