loader

როგორ დაბომბეს რუსებმა "ისლამური სახელმწიფოს" ობიექტები - რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ვიდეოკადრებს ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ დაბომბეს რუსებმა "ისლამური სახელმწიფოს" ობიექტები - რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ვიდეოკადრებს ავრცელებს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ის ვიდეოკადრები გაავრცელა, რომლებზეც, მათი თქმით, რუსეთის ავიაციის მიერ განხორციელებული ავიაიერიშებია ასახული, რომლებიც "ისლამური სახელმწიფოს" "ბოევიკების" მართვის შტაბსა და სამეთაურო პუნქტებზე განხორციელდა.

სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების თვითმფრინავებმა წერტილოვანი დარტყმები განახორციელეს ტერორისტული დაჯგუფების რვა ობიექტზე სირიის ტერიტორიაზე.

მათივე ინფორმაციით, განხორციელდა 20 გაფრენა. განადგურებულია საბრძოლო მასალების საწყობები, შეიარაღება, საწვავ-საპოხი მასალები, სამხედრო ტექნიკა. სამინისტროს წარმომადგენლის, გენერალ-მაიორ იგორ კონაშენკოვის ინფორმაციით, მთიან ადგილში განთავსებული "ისლამური სახელმწიფოს" მართვის პუნქტები სრულიად არის განადგურებული.