loader

თანამედროვე კონკიას ამბავი: 14 წლის გოგონა, რომლის დედაც დამლაგებლად მუშაობს, მილიონერი გახდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თანამედროვე კონკიას ამბავი: 14 წლის გოგონა, რომლის დედაც დამლაგებლად მუშაობს, მილიონერი გახდა

ამ გოგონამ წელს პარიზში "დიორის" შემოდგომა-ზამთრის ჩვენება გახსნა. ეს 14 წლის მოდელი სოფია მეჩეტნერია და ამბობენ, რომ მოდის სამყაროში დიდი მომავალი აქვს. უკვე მილიონიან კონტრაქტსაც მოაწერა ხელი და სავარაუდოდ, მას სულ უფრო და უფრო ხშირად ვიხილავთ რეკლამებსა და პოდიუმებზე. მის ამბავს ხშირად ადარებენ კონკიას ამბავს...

სოფია ისრაელში ცხოვრობს დედასა და ორ დედმამიშვილთან ერთად. დედა ყოფილი საბჭოთა კავშირიდან ემიგრირებული ქალია, მარტოხელა, რომელსაც შვილებზე ზრუნვაც მარტოს უწევს და საკმაოდ უჭირს. როგორც სოფია ამბობს, დედა ნებისმიერ სამუშაოს ასრულებს ოჯახის სარჩენად - სახლებს ალაგებს, მოხუცებს უვლის, კერავს. სანამ დედა სამუშაოზეა, სოფიას გამოჰყავს ბავშვები სკოლიდან, ამზადებს საჭმელს, რეცხავს, ხანდახან დედასთან ერთად ბინებსაც კი ალაგებს. თუმცა სულ მალე მის ცხოვრებაში, ალბათ, ყველაფერი შეიცვლება - სოფია ხომ უკვე მაღალანაზღაურებადი მოდელია...

...სოფია უკვე "დიორის" სარეკლამო სახეც გახდა და საკმაოდ დიდ ჰონორარებსაც დაჰპირდნენ. ამბობს, რომ ოცნებების ასრულებას დაიწყებს და პირველ რიგში, დიდ სახლს იყიდის, მერე კი, ალბათ, დედას შეაცვლევინებს სამსახურს.

წაიკითხეთ ვრცლად mshoblebi.ge-ზე