loader

რუსეთში საპროდიუსერო ცენტრმა გოგონები კასტინგის ნაცვლად ორგიაში მიიწვია (+18) - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსეთში საპროდიუსერო ცენტრმა გოგონები კასტინგის ნაცვლად ორგიაში მიიწვია (+18)

მსხვილი საპროდიუსერო ცენტრი Like Music სკანდალში გაეხვა. "მიმდინარეობს გოგონების შერჩევა ჯგუფისთვის" - ბანერი ამ შინაარსის წარწერით საიტის გვერდზე განთავსდა. მსურველებს უნდა შეევსოთ ანკეტა და შემდეგ დალოდებოდნენ ზარს ორგანიზატორებისგან. თუ მონაწილეები კასტინგს წარმატებით გაივლიდნენ, მაშინ სხვა შეთავაზებას მიიღებდნენ, რომელიც უხამსი ხასიათის იყო. ზუსტად ასე დამთავრდა მოსკოველი ალექსანდრას მოსმენა. გოგონა კასტინგზე მას შემდეგ მივიდა, რაც მას ორგანიზატორებმა დაურეკეს.

"საპროდიუსერო ცენტრზე ინტერნეტიდან გავიგე. ძალიან გაპიარებული პროექტი იყო. გამოცხადდა კასტინგი ლამაზ გოგონებზე 18-დან 30 წლამდე. თავდაპირველად კანდიდატებს პროდიუსერი ირჩევდა, შემდეგ კი ვიღაც ვიაჩესლავ კაპიტონოვი, თავისი გემოვნების მიხედვით. ხოლო შეთანხმება იქით მიდიოდა, რომ პრეტენდენტები თანახმობას იძლეოდნენ სექსუალური სახის ურთიერთობებზე".

როგორც გაირკვა, გოგონებს კამერის წინ ცეკვას სთავაზობდნენ, რათა თავიანთი პლასტიკა ეჩვენებინათ, შემდეგ კი ეს ყველაფერი სტრიპტიზით მთავრდებოდა. ინტერნეტში გაჩნდა ვიდეო, თუ რა ხდებოდა სინამდვილეში ამ კასტინგებზე.