loader

კარგია იყო მეფე - როგორ აღნიშნა ვლადიმირ პუტინმა 63-ე დაბადების დღე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კარგია იყო მეფე - როგორ აღნიშნა ვლადიმირ პუტინმა 63-ე დაბადების დღე

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 7 ოქტომბერს, საკუთარ დაბადების დღეს, მონაწილეობა მიიღო გალა-მატჩში "NHL-ის ვარსკვლავები", სადაც ნაციონალური ჰოკეის ლიგის ნაკრები რუსული ჰოკეის ლეგენდებს ეთამაშებოდა. თამაში სოჭში, ყინულის სტადიონზე გაიმართა.

პირველ პერიოდში პუტინმა სამი შაიბა გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა განახორციელა. რუსეთის პრეზიდენტს რეპერმა ტიმატიმ დაბადების დღისთვის სიმღერა მიუძღვნა, რომელსაც ინტერნეტში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სიმღერის ტექსტი მხოლოდ საქებარი სიტყვებია, რის გამოც ინტერნეტმომხმარებლები რეპერის ადეკვატურობას ეჭვქვეშ აყენებენ.

გარდა ამისა, პუტინის 63 წლის იუბილესთან დაკავშირებით მოსკოვში გაიხსნა გამოფენა "პუტინ Universe", სადაც პუტინი წარმოდგენილია სხვადასხვა ქვეყნის გმირის როლში, სხვადასხვა ეპოქაში. გამოფენა პუტინის ფან-კლუბმა მოაწყო.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე