loader

რუსული მედიის ინფორმაციით, ISIS-ის ერთ-ერთი ლიდერი თარხან ბათირაშვილი დაიღუპა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსული მედიის ინფორმაციით, ISIS-ის ერთ-ერთი ლიდერი თარხან ბათირაშვილი დაიღუპა

ერაყში, ავიაიერიშის შედეგად თარხან ბათირაშვილი, მეტსახელად უმარ ალ-შიშანი დაიღუპა. ამის შესახებ რუსული მედია, ირანულ სააგენტო "ირნა"-ზე დაყრდნობით იტყობინება.

როგორც სააგენტო ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, ერაყის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ავტოკოლონა დაბომბეს, რომელშიც "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი და კიდევ რამდენიმე საველე მეთაური იმყოფებოდნენ. ავიაიერიშის შედეგად ალ-ბაღდადი დაიჭრა, მისი 3 მოადგილე კი - უმარ ალ-შიშანი, აბუ საიდ ალ-კარბული და აბუ ანის ას-სური დაიღუპნენ", - წერს "ირნა".

ერაყულმა თვითმფრინავებმა ავიადარტყმა ერაყის დასავლეთში, პროვინცია ანბარში, სირიის საზღვრის სიახლოვეს მიიტანეს.