loader

"ისლამურმა სახელმწიფომ" რუსეთს და აშშ-ს "ჯიჰადი" გამოუცხადა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ისლამურმა სახელმწიფომ" რუსეთს და აშშ-ს "ჯიჰადი" გამოუცხადა

"ისლამურმა სახელმწიფომ" რუსეთსა და აშშ-ს "ჯიჰადი" გამოუცხადა. ამის შესახებ "დოიჩე ველე" წერს. ტერორისტული დაჯგუფების ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის პრესმდივანმა აბუ მუჰამად ალ-ადნანიმ გაავრცელა აუდიომიმართვა, სადაც მუსლიმებს მოუწოდებს, რუსი და ამერიკელი "ჯვაროსნების" წინააღმდეგ წმინდა ომი დაიწყონ.

აუდიომიმართვაში ალ-ბაღდადის პრესმდივანმა ასევე დაადასტურა, რომ "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერის პირველი მოადგილე აჰმად ალ-ჰაიალი ამერიკული ავიადარტყმის შედეგად დაიღუპა.

ალ-ადნანის განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე სირიაში ალ-ქაიდას ფილიალის - "ალ-ნუსრას ფრონტის" ლიდერმა აბუ მუჰამად ალ-ჯულანიმ კავკასიელ "ბოევიკებს" მოუწოდა, რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყონ და თავდასხმები როგორც რუს სამხედროებზე, ისე სამოქალაქო პირებზე განახორციელონ.