loader

ეს ტყუპები ძმებად დაიბადნენ, დღეს კი და-ძმა არიან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ეს ტყუპები ძმებად დაიბადნენ, დღეს კი და-ძმა არიან

18 წლის წინ მაინსების ოჯახში ტყუპი ბიჭი დაიბადა. წლების შემდეგ კი ერთ-ერთი მათგანი ვაიეტის ნაცვლად სახელად ნიკოლია და ის მალე სქესის შეცვლის ოპერაციას გაიკეთებს.

როგორც ნიკოლი ყვება, სამი წლის ასაკიდან მიხვდა, რომ "გოგონა უნდა ყოფილიყო". მისი დედა კი იხსენებს, რომ ბავშვობიდანვე ხედავდა შვილის განსხვავებულობას. თუმცა მაშინ არ იცოდა რომ პატარა ტრანსგენდერი იყო. "ის კაბებს იცმევდა, ბაძავდა მულტფილმების გმირ გოგონების, გვთხოვდა თმა მოკლედ არ შეგვეჭრა მისთვის" - ყვება კელი მაინსი. მამისთვის გაცილებით რთული აღმოჩნდა შეგუებოდა იმ აზრს, რომ მის ერთ-ერთ ვაჟს სურდა გოგონა გამხდარიყო. თუმცა, როგორც მშობლები ამბობენ, წლების განმავლობაში მიხვდნენ, რომ ეს შვილის არჩევანი იყო და თუ არ დაეთანხმებოდნენ მას ის უბედური იქნებოდა. დაახლოებით 9 წლის ასაკში ვაიეტ მაინსმა ახალი სახელი აირჩია - ერთ-ერთი თინეიჯერული სერიალის გმირის ნიკოლის პატივსაცემად და მას შემდეგ ყველა ასე იცნობს მას. რამდენიმე დღეში ნიკოლი საბოლოოდ გახდება ქალი - მისი სქესის შეცვლის ოპერაციის დღე უკვე დაგეგმილია.