loader

ISIS ტყვეების გათავისუფლების კადრები, რომლებიც ჩაფხუტის კამერითაა გადაღებული - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ISIS ტყვეების გათავისუფლების კადრები, რომლებიც ჩაფხუტის კამერითაა გადაღებული

ერაყში "ისლამური სახელმწიფოს" ტყვეობიდან რამდენიმე ათეული ადამიანი გაათავისუფლეს. ერაყის ჩრდილოეთში, ქალაქ ჰავიჯას სიახლოვეს, ოპერაცია აშშ-ისა და ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა ერთობლივად ჩაატარეს.

პენტაგონის ინფორმაციით, გათავისუფლებულია 70-მდე ადამიანი, მათ შორის, ერაყის უშიშროების სამსახურის 20 თანამშრომელი, სუნიტი არაბები და ISIS-ის მებრძოლები, რომლებსაც, ჯაშუშობის ბრალდებით, სიკვდილით დასჯა ემუქრებოდათ. ოპერაციის ჩატარების დროს ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა. ეს არის აშშ-ის პირველი დანაკარგი "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ კამპანიის დაწყების შემდეგ.

ვიდეო, რომელიც ჩაფხუტის კამერითაა გადაღებული, რამდენიმე საათის წინ გავრცელდა და ოპერაციის კადრებს ასახავს.