loader

თურქმა მეთევზემ შუა ზღვაში მოტივტივე მიგრანტი ჩვილი სასწაულებრივად იხსნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თურქმა მეთევზემ შუა ზღვაში მოტივტივე მიგრანტი ჩვილი სასწაულებრივად იხსნა

თურქეთის საკურორტო ქალაქ კუშადასის მცხოვრები ორი მეთევზე ადგილობრივ გმირებად იქცნენ მას შემდეგ, რაც მათ სასწაულებრივად იხსნეს სიკვდილისგან 18 თვის ჩვილი. სირიელი ბავშვის ოჯახი სამშობლოდან ბერძნული კუნძულებისკენ ნავით მიემგზავრებოდა, როცა ნავი გადაბრუნდა და ისინი წყალში აღმოჩნდნენ. ბედად, მეთევზეები ნავთან ახლოს აღმოჩნდნენ და ოჯახის სამი წევრის ნავზე ამოყვანა მოახერხეს, მოგვიანებით კი მოჰამედი შენიშნეს, რომელსაც სამაშველო ჟილეტი ეცვა და წყალზე ტივტივებდა. "ის ცოცხალია, ის ცოცხალია" - ისმის მეთევზეების ემოციური შეძახილები კადრებში.