loader

თურქეთში პოლიციამ ოპოზიციური ტელეკომპანიების და ბეჭდური გამოცემების ოფისები შტურმით აიღო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თურქეთში პოლიციამ ოპოზიციური ტელეკომპანიების და ბეჭდური გამოცემების ოფისები შტურმით აიღო

საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, თურქეთში პოლიციამ ორი ოპოზიციური ტელეკომპანიის - Kanalturk-ისა და Bugun TV-ის, ასევე, ორი ბეჭდური გამოცემის ოფისები შტურმით აიღო. აღნიშნული მედიასაშუალებები "კოზა-იპეკის" ჰოლდინგს ეკუთვნის, რომელსაც თურქეთის ხელისუფლება ოპოზიციონერი ლიდერის - ფეითჰულა გიულენის მხარდაჭერაში ადანაშაულებს. პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გიულენი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში არაერთხელ დაადანაშაულა.

ტელეკომპანიების შენობასთან მისული აქტივისტები სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლით დაარბიეს, რასაც ტელეკომპანია Bugun TV პირდაპირ ეთერში გადასცემდა.

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები თურქეთში 1-ელ ნოემბერს ჩატარდება.