loader

თითქმის დაუჯერებელია, მაგრამ ეს ყვავილების ოაზისი ცოტა ხნის წინ უდაბნო იყო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თითქმის დაუჯერებელია, მაგრამ ეს ყვავილების ოაზისი ცოტა ხნის წინ უდაბნო იყო

უდაბნო ატაკამა მსოფლიოს ყველაზე მშრალი ადგილია. 1000 კილომეტრზე გადაჭიმული უდაბნო ჩილეს ჩრდილოეთიდან პერუს სამხრეთამდე მდებარეობს. უდაბნოს ზოგიერთ ნაწილში წვიმა არასოდეს მოდის. შესაბამისად, მისი ზედაპირი ეროზირებული და გადამხმარია, თუმცა თუ ახლა ჩილეში მოხვდებით, უზარმაზარი უდაბნოს ნაცვლად იქ ნამდვილი ოაზისი დაგხვდებათ.

გაზაფხულზე მოსულმა გადაუღებელმა წვიმებმა წლობით გამხმარი ყვავილების თესლები გააღვივა და გადამხმარი ნიადაგი ყვავილების ხალიჩად აქცია - უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში პირველად ასეთმა უხვმა ნალექმა უდაბნოში მრავალფეროვანი ყვავილები გააჩინა.