loader

"Hello, ფეისბუქო" - ბარაკ ობამას სოციალურ ქსელში უკვე პირადი გვერდი აქვს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"Hello, ფეისბუქო" - ბარაკ ობამას სოციალურ ქსელში უკვე პირადი გვერდი აქვს

"მოგესალმები, ფეისბუქო" - ასე იწყება პირველი პოსტი, რომელიც პრეზიდენტ ბარაკ ობამას "ფეისბუქის" პირად გვერდზე განთავსდა. ამიერიდან აშშ-ის პირველი პირი მოხარულია, რომ სოციალურ ქსელში ბოლოს და ბოლოს საკუთარი გვერდი აქვს, სადაც შეძლებს პირადად გაესაუბროს ყველა მსურველს, მოისმინოს მათი სურვილები და ისტორიები.

პირველი ვიდეოპოსტით პრეზიდენტმა "ფეისბუქ-მომხმარებლები" თეთრი სახლის ეზოში გაასეირნა და მათი ყურადღება კლიმატური ცვლილებების მნიშვნელობაზე გაამახვილა.