loader

ქართული "2030"-ის რუსული ანალოგი "Стратегия 2030" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქართული "2030"-ის რუსული ანალოგი "Стратегия 2030"

2015 წლის 20 ივლისს დიმიტრი მედვედევმა სამუშაო ჯგუფის შექმნის ბრძანება გასცა, რომელსაც 2030 წლამდე, რუსეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის შექმნა დაევალა. თავის მხრივ, "სტრატეგია 2030" გახდება 2020 წლის "ხანგრძლივი განვითარების კონცეფციის" ანალოგი.

სამუშაო ჯგუფს კვარტალში ერთხელ რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტის ეფექტური შესრულების ანალიზი დაევალა. ამავე პროექტის ფარგლებში, სატელევიზიო გადაცემაც იქმნება, რომელიც ეკონომიკურ ტელეარხ РБК-ზე გადის. გადაცემის სახელწოდებაა "სტრატეგია 2030". ფორმატი ქართულ საზოგადოებას ორგანიზაცია "მოქალაქის" პროექტ "2030"-ს ახსენებს, რომელიც ასევე აერთიანებს ანალიტიკურ ჯგუფს, რომელიც 2030 წლისთვის ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის მუშაობს და ასევე, ახორციელებს სატელევიზიო პროექტ "2030"-ს, რომელიც ტელეარხ GDS-ზე გადის.

წაიკითხეთ ვრცლად