loader

ტერაქტის შემდეგ, სტადიონიდან ევაკუაციის დროს ფრანგები ჰიმნს მღერიან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტერაქტის შემდეგ, სტადიონიდან ევაკუაციის დროს ფრანგები ჰიმნს მღერიან

პარიზის სხვადასხვა ადგილზე გუშინ შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ რესტორნებს, საკონცერტო დარბაზებსა და სპორტულ მოედნებს.

შეიარაღებულმა პირებმა თეატრ ბატაკლანში როკ-კონცერტზე მისული დაახლოებით 100 ადამიანი მოკლეს. ორჯერ შეტევა განხორციელდა ეროვნულ სტადიონზე, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტი ოლანდი და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი მეგობრულ საფეხბურთო მატჩს ესწრებოდნენ. სტადიონზე ამ დროს 80 000 ფანი იმყოფებოდა, რომელთა ევაკუაცია სამართალდამცველებმა რამდენიმე წუთში დაიწყეს. ევაკუაციის დროს ფრანგი ფანები "მარსელიეზას" მღეროდნენ.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, საფრანგეთში ტერაქტების შედეგად სულ მცირე 153 ადამიანი დაიღუპა.

View the English version on Georgian Journal: French football fans unite to sing anthem as stadium evacuated amid terror attacks

ასევე იხილეთ: არეულობა პარიზის სტადიონზე და ფანები პანიკაში - აფეთქების ხმა ფეხბურთის მატჩის დროს გაისმა

თვითმხილველის ვიდეო თეატრ "ბატაკლანიდან": სროლის ხმა, ყვირილი და დაჭრილები