loader

როგორ გამოჰყავდათ ხალხი ჰანოვერის სტადიონიდან - გერმანია ტერაქტს გადაურჩა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ გამოჰყავდათ ხალხი ჰანოვერის სტადიონიდან - გერმანია ტერაქტს გადაურჩა

ამხანაგური მატჩი, რომელიც გერმანიისა და ჰოლანდიის ნაკრებებს შორის ჰანოვერში უნდა გამართულიყო, ჩაიშალა, - ამის შესახებ გერმანიის პოლიცია იუწყება. განხორციელდა სტადიონის ევაკუაცია. გულშემატკივრებს ტრიბუნების დატოვებისკენ მოუწოდეს. თამაშს, რომელიც თბილისის დროით 23:45 საათზე უნდა დაწყებულიყო, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და გერმანიის მინისტრთა კაბინეტის წევრები უნდა დასწრებოდნენ.

ზოგიერთი ცნობით, მერკელი უკვე სტადიონზე იმყოფებოდა. რამდენიმე სამთავრობო ავტომანქანამ სტადიონის ტერიტორია დატოვა.

გამოცემა "ბილდის" ინფორმაციით, დღევანდელი მატჩი უსაფრთხოების მიზნით გადაიდო. პოლიციის მონაცემებით, საუბარია "კონკრეტულ საფრთხეზე".

ამასთან, სააგენტო "DPA" საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ სამართალდამცველებმა ინფორმაცია მიიღეს მოსალოდნელი ტერაქტის შესახებ.

"დოიჩე ველეს" ინფორმაციით კი, გერმანიის პოლიციამ ჰანოვერის სტადიონთან, ერთ-ერთ ავტომობილში ბომბი აღმოაჩინა. გამოცემის ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობა სასწრაფო დახმარების მანქანაში იყო დამონტაჟებული.

სააგენტო "ასოშიეითიდ პრესის" წყაროს ინფორმაციით კი, მატჩის გადადების მიზეზი საეჭვო ნივთი გახდა, რომელიც სტადიონზე, ჩემოდანში აღმოაჩინეს. პოლიციამ სტადიონთან ყველა მისასვლელის ბლოკირება განახორციელა, გადაკეტეს ყველა ახლომდებარე ქუჩა.

ნაპოვნი ნივთის შესწავლა მიმდინარეობს. სხვა დეტალები არ ვრცელდება.

"ევრონიუსის" ინფორმაციით, პოლიციამ მატჩამდე 2 საათით ადრე მიიღო ინფორმაცია, რომ ტერორისტები სტადიონზე აფეთქებას გეგმავდნენ და გულშემატკივრების ევაკუაცია მოახდინა.

იხილეთ ასევე: რა ხდება ჰანოვერის სტადიონზე მოსალოდნელი ტერაქტის აცილების შემდეგ - კადრები შემთხვევის ადგილიდან

ბომბი გერმანიაშიც აღმოაჩინეს - ჰანოვერის სტადიონზე გერმანია-ჰოლანდიის მატჩი შეწყდა