loader

BBC-ის რეპორტიორმა პარიზიდან ჩართვის დროს პირდაპირ ეთერში ცრემლები ვერ შეიკავა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

BBC-ის რეპორტიორმა პარიზიდან ჩართვის დროს პირდაპირ ეთერში ცრემლები ვერ შეიკავა

BBC-ის კორესპონდენტი გრეჰემ სეტჩელი დილის გადაცემაში პარიზიდან ერთვებოდა, რა დროსაც ემოციები ვერ შეიკავა და ატირდა. "შაბათის შემდეგ ვითარება პარიზში მკვეთრად შეიცვალა, მაშინ პარიზი მოჩვენების ქალაქი იყო. გასულ ღამეს სანთლები დაანთეს აქ, ეიფელის კოშკთანაც. ეიფელის კოშკი წითლად, თეთრად და ლურჯად გაანათეს, რაც მე ვგონებ, რომ იმედის ნიშანია...", - ამ მომენტში სეტჩელს გაუჭირდა სიტყვის გაგრძელება. ბოლოს ბოდიში მოიხადა და ეთერი დატოვა.