loader

პარიზში აფეთქებების ხმა გაისმა: თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა ქალმა აიფეთქა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პარიზში აფეთქებების ხმა გაისმა: თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა ქალმა აიფეთქა

პარიზის სან-დენის გარეუბანში თვითმკვლელმა ტერორისტმა ქალმა აიფეთქა თავი. სააგენტო "ფრანს პრესი" პოლიციაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ: "ორი ტერორისტი მკვდარია, მათ შორის, ქალი, რომელმაც ე.წ. შაჰიდის ქამარი აამოქმედა".

ამ წუთებში ანტიტერორისტული ოპერაციის აქტიური ფაზა მიმდინარეობს. "ბიბისი" ადგილიდან იტყობინება, რომ რაიონში, რომლის ყველა შესასვლელი გადაკეტილია, სულ მცირე, 7 აფეთქება მოხდა. ერთ-ერთი აფეთქების ხმა CNN-ის პირდაპირი ეთერის დროსაც გაისმა. სააგენტო "როიტერი" წერს, რომ სამართალდამცველები კიდევ ორი ეჭვმიტანილის "ნეიტრალიზების" ოპერაციას ატარებენ. პირველადი ინფორმაციით, ტერორისტთა ჯგუფი სან-დენის რაიონის ერთ-ერთ ბინაში ჩაიკეტა.

მედია ასევე წერს, რომ სპეცოპერაციის დროს დაიჭრა, სულ მცირე, ერთი სამართალდამცველი. ადგილზე მობილიზებულია სპეცდანიშნულების ძალები და 50-მდე სამხედრო.

ასევე იხილეთ:

პარიზში ისევ სროლის ხმა ისმის - საფრანგეთის დედაქალაქში ანტიტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობს