loader

მალიში მძევლები გაათავისუფლეს - სასტუმროში იპოვეს ცხედრებიც - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მალიში მძევლები გაათავისუფლეს - სასტუმროში იპოვეს ცხედრებიც

მალის დედაქალაქ ბამაკოში, სასტუმრო Radisson Blu-ში ტერორისტების მიერ აყვანილი მძევლები გაათავისუფლეს. სასტუმროს შენობაში ნაპოვნია სულ მცირე 18 ცხედარი, - ამის შესახებ წამყვანი მსოფლიო საინფორმაციო სააგენტოები იტყობინებიან. euronews-ის მიერ გავრცელებული ცნობით, თავდასხმა დილის 8 საათზე განხორციელდა. ტერორისტებმა სასტუმროში შეღწევა დიპლომატიური ნომრების მქონე მანქანით შეძლეს. მათ მძევლად აიყვანეს სასტუმროს 140 კლიენტი და 30 მომსახურე პერსონალი. ტერორისტები არაბულად ყვიროდნენ "ალაჰ აკბარ!" და ისროდნენ. მოგვიანებით მათ მძევალთაგან გაათავისუფლეს ისინი, ვინც "ყურანის" ციტირება შეძლო, ასევე ავიაკომპანიების: Turkish Airlines-ისა და Air France-ის თანამშრომლები.

რამდენიმე საათის შემდეგ დაიწყო შტურმი, რომელშიც ფრანგულმა სპეცრაზმმა მიიღო მონაწილეობა. პასუხისმგებლობა ტერაქტზე აიღო აფრიკულმა ისლამურმა დაჯგუფებამ "ალ-მურაბიტუნმა", რომელიც "ალ-ქაიდასთანაა" კავშირში. ამის შესახებ ტერორისტულმა ორგანიზაციამ "ტვიტერზე" დაწერა.

იხილეთ ასევე: შტურმი მალის დედაქალაქში: რა ხდება სასტუმრო "რედისონში", სადაც მძევლები იმყოფებიან

მალის დედაქალაქში თავდასხმას 3 ადამიანი ემსხვერპლა - სასტუმროში მძევლები ჯერ კიდევ რჩებიან