loader

წარწერა სირიაში ჩამოყრილ რუსულ ბომბებზე: ”პარიზისათვის” - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

წარწერა სირიაში ჩამოყრილ რუსულ ბომბებზე: ”პარიზისათვის”

რუსული ბომბდამშენები სირიაში ყრიან ბომბებს, რომლებსაც აქვს წარწერები: ”ჩვენებისთვის” და ”პარიზისთვის”. ამ ფაქტის ამსახველი კადრები უჩვენეს რუსულ ტელეარხ ”როსია 1”-ზე, როდესაც გადიოდა სიუჟეტი პრეზიდენტ პუტინის რუს სამხედრო მეთურებთან შეხვედრის შესახებ.

როგორც ცნობილია, რუსეთის პრეზიდენტმა ადრე განაცხადა, რომ სირიაში ავია დარტყმები რუსი მოქალაქეების ტერორიზმისგან დაცვის მიზნით ხორციელდება.

პარიზის ტერაქტების შემდეგ საფრანგეთის ავიაციამ განახორციელეა საავიაციო იერიშები სირიაში ”ისლამური სახელმწიფოს” სტრატეგიულ ობიექტებზე.

რუსეთის ოფიციალურ ცნობებზე დაყრდნობით, 30 სექტემბრიდან რუსეთიც აწარმოებს ავიადარტყმებს ”ისლამური სახელმწიფოს” პოზიციებზე.